კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით გასულ 1 კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 787 შემთხვევა

გასულ 1 კვირაში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, 28 აგვისტო-2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა 73 436 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 257 ადამიანი. 

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17.41%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 17.67%. სულ 11 821 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 762 206 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 900 გარდაიცვალა, 1 733 459 კი გამოჯანმრთელდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.

კომენტარები