ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ტერელ ჯერმეინ სტარი გამომწერებს ბუჩამდე იყო აფხაზეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

Atlantic Council-ის ევრაზიის ცენტრის ჟურნალისტი და შავი დიპლომატების პოდკასტის დამფუძნებელი, ტერელ ჯერმეინ სტარი რუსეთის დანაშაულების აღიარების კამპანიას - ბუჩამდე იყო აფხაზეთს მხარდაჭერას უცხადებს და ამისკენ თავის გამომწერებსაც მოუწოდებს

"მხარს ვუჭერ თავისუფლების ინსტიტუტს, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ სისასტიკეებს აღწერს. ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, საქართველოში უკვე 30 წელია მიმდინარეობს. ამ საქმეს მე ფინანსურად დავეხმარე. იმედი მაქვს, თქვენც იმავეს გააკეთებთ". - წერს ტერელ ჯერმეინ სტარი Twitter-ზე. 

უკრაინელი ჯერელ ჯერმეინ სტარი, რომელიც Atlantic Council-ის ევრაზიის ცენტრის ჟურნალისტი და შავი დიპლომატების პოდკასტის დამფუძნებელია, პარალელურად კიევიდან რუსეთ-უკრაინის ომს აშუქებს. აქამდე, იგი მუშაობდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა The Root და Foxtrot Alpha, რომლებიც ფოკუსირებულია სამხედრო, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე. 

აქამდე, საკუთარ გამომწერებს კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთის მხარდაჭერისკენ იან კელიმ, მაიკლ მაკფოლმა, დავიდ პატრიკარაკოსმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა, ტომ როგანმა, ილაი ლეიკმა და იაშა მუნკმა მოუწოდეს.

კომენტარები