წყალმომარაგების შეზღუდვა

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 14 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 14 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ანდრონიკაშვილისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

4 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ქოშიგორა (ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასი ათასი მოწამეთას ქუჩებს), სასოფლოს დასახლებას, სოფ. ზურგოვანს (კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს, აფხაზეთის), ვიქტორ ნოზაძის ქუჩას, ამერიკის საელჩოს მიმდებარე დას, მუხათგვერდის გზას, დიღმის სასწავლო მეურნეობას, დიდ დიღომს მიკრო რაიონებით (1, 2, 3, 4 მრ/ებს) და მიმდებარე კერძო დას; ბენდუქიძის დასახლებას, ხელაშვილის, ფარნავაზის, გ.ბრწყინვალეს, დ.თავდადებულის, პეტრიწის, ფერაძის,მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ტარიელის, თინათინის, არჩილ მეფის, კრისტოფერ კასტელის, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, ნესტან-დარეჯანის, ავთანდილის, ჩოლოყაშვილის, ფატმანის, რჩეულიშვილის, სოფელ დიღომში: გ.ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდარის, ჰენრიკ პრინევსკის, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროთის, არჩილ მეფის, რამაზის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სონღულაშვილის, უგრელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, გულანშაროს, მულღაზანზარის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, იოაკიმე და ანას, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის და ჭიაურელის ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის, შმერლინგის და თეთრი დუქნის ქუჩებს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლება, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; თინათინ წერეთლის, ვალენტინ თოფურიას, თოფურიძის, ციალა გაბაშვილის ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს, ვაშლიჯვრის კერძო დასასახლებას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებს, შესახვევებს და კორპუსებს, მარშალ გელევანის გამზირს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლება, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის და გოთუას ქუჩებს, გაგარინის 5, 19/2, ჰეიდარ აბაშიძის, ლვოვის, ოდესის, ოსეთის, ლომონოსოვის, მიხეილ ასათიანის, გივი კარტოზიას ქ.8, ტაშკენტის ქუჩა N51-65(კენტები), N54-78(ლუწები), ბუდაპეშტის N1-11(კენტები) N2-10(ლუწები), კანდელაკის, ნუცუბიძის ქ, N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის ქუჩას, ვაზისუბნის და ალასანიას ქუჩებს. 

სოფელ დიღომში - გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, არჩილ მეფის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერ კასტელის, ნიკო ბურის,  ცამეტი ასურელი მამის, ათონელის, დიდგორის, ხანძთელის, ფიროსმანის,  როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის,  გაბაშვილის  და მიმდებარე ქუჩებს;

დიდუბის რაიონში - აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10-12 კორპუსებს;

გლდანის რაიონში - ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აცხადებს კომპანია.

კომენტარები