წამლების ფასები

აზარაშვილი: ქრონიკული დაავადებების წამლების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზრდება

დაახლოებით 30 მილიონი ლარით ზრდა შეეხება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, 2023 წლის იანვრიდან ჩვენ წამლების ფასებს რეფერენტული ფასებით განვსაზღვრავთ. პირველ ეტაპზე შეეხება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, 30 მილიონი დაემატება რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ. ასევე, გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და მეტად გავზრდით ხელმისაწვდომობასა და ადამიანების მოცვას.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები