რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ძალიან გვამხნევებს ის, რასაც ახლა ვხედავთ" – ოსტინი ლიმანში უკრაინის წარმატებაზე

Michael Probst/AP

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლება ბრძოლის ველზე წამახალისებელ წარმატებად შეაფასა

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ძალიან გვამხნევებს ის, რასაც ახლა ვხედავთ", - აღნიშნა ოსტინმა.

ოსტინის თქმით, ლაიმანი განლაგებული იყო იმ მიწოდების ხაზების გასწვრივ, რომელსაც რუსეთი თავისი ჯარებისა და მასალების სამხრეთსა და დასავლეთში გადასაყვანად იყენებდა. მისი შეფასებით, ტერიტორიის დაბრუნება რუსეთის წინსვლას გაართულებს. 

უკრაინამ ქალაქის გათავისუფლება პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამოცხადებიდან ერთ დღეში შეძლო. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის 15%-ზე მმართველობის გამოცხადებას არ აღიარებს უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები