რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი: დღეიდან ლენდ-ლიზის კანონი ამოქმედდა

Verkhovna Rada of Ukraine

"დღეიდან ლენდ-ლიზის კანონი ამოქმედდა", - წერს Twitter-ზე უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი. მისი განმარტებით, ლენდ-ლიზის კანონი ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. 

"უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიებს", - დამატებით აღნიშნა რადის თავმჯდომარემ. 

9 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები