რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადი აშშ-სთვის მოულოდნელი იყო

Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

POLITICO აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო

POLITICO-ს ცნობით, დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით მიღება, რომელიც 30 წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ომის გამოცხადება იქნება, განსაკუთრებით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ფონზე.

გუშინ, 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს. 

"ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დღეს უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ეს დე იურედ მოხდეს". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები