ფინეთი-რუსეთი

ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. შეზღუდვა 29 სექტემბრის გასვლისთანავე ამოქმედდება.

მთავრობაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს საზღვარზე შექმნილ ხალხმარავლობას. გასული კვირის ბოლოს ფინეთში საზღვრიდან რუსეთის 17 000-მდე მოქალაქე შევიდა.

"რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მიზნებით ფინეთში შემოსვლა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის". - თქვა ფინეთის საგარეო მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ. 

ჰაავისტოს თქმით, დაშვებული იქნება რუსეთიდან ფინეთში ოჯახის მონახულების, ასევე სამუშაო და სასწავლებელი მიზნებით გადასვლა.

ამგვარად, ფინეთი რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებს სასაზღვრო შეზღუდვებში შეუერთდა.

ფინეთის საზღვართან რუსეთის მოქალაქეები რუსეთში 21 სექტმებრის მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოგროვდნენ.

კომენტარები