ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

არძინბა: ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ აღელვებს. 

"აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს". - თქვა არძინბამ.

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები