რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვლადიმირ პუტინმა ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა მას ჯარში არ გაიწვევენ

ედვარდ სნოუდენი
npr.org

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პეკოვის თქმით, სნოუდენს მოქალაქება მისივე თხოვნით მიენიჭა. მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის შევსებას კი მისივე მეუღლეც გეგმავს.

ედუარდ სნოუდენის ადვოკატის, ანატოლი კუჩერენას თქმით, სნოუდენს სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში ჯარში არ გაიწვევენ, რადგასნ მას რუსეთის არმიაში არ უმსახურია.

აშშ სნოუდენს ჯაშუშობასა და საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში სდებს ბრალს.


ედვარდ სნოუდენი აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი იყო. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მან სატელეფონო მოსმენების სქემა გამოააშკარავა, სნოუდენი რუსეთში გაიქცა. აშშ-მ მას ბრალი წაუყენა ჯაშუშობისთვის. სამხილები იმისა, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო აშშ-ს მოქალაქეებზე ინფორმაციას აგროვებდა სნოუდენის მიერ გასაჯაროებული ყველაზე სკანდალური ინფორმაცია იყო. ინფორმაცია 2013 წელს გამოცემა Guardian-მა გამოაქვეყნა. 

2013 წლამდე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ლიდერები უარყოფდნენ, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო აშშ-ს მოქალაქეებზე რაიმე სახით ინფორმაციას აგროვებდა. სნოუდენის მიერ საპირისპიროს გამოაშკარავების შემდეგ, სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ჯაშუშობის მსგავსი სისტემა საშინაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. სააგენტოს მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როცა 2013 წელს სან-დიეგოში ოთხი მოქალაქე დააკავეს სომალიში ექსტრემისტული ჯგუფის დახმარებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად მოხერხდა ბასალი საიდ მოალინის, აჰმედ ნასირ ტალილ მოჰამუდის, მოჰამედ მოჰამუდის და ისა დორეს დაკავება და გასამართლება.

კომენტარები