ქართული ოცნება

კობახიძე ხაბეიშვილზე: გვაქვს ინფორმაცია – პირდაპირ აფინანსებს კეზერაშვილი, ოლიგარქი

შიგნით არის აბსოლუტურად მოშლილი, ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით, იგივე ხაბეიშვილზე ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, მას პირდაპირ აფინანსებს კეზერაშვილი, ოლიგარქი, ანუ მას იცავენ იმიტომ რომ, მისგან მოდის ძირითადად ფინანსები. ჩვენ რაც ვიცით ეს გააპროტესტა მელიამ, ორიოდე დღის წინ და მას მიანიშნა კეზერაშვილმა, რომ ის არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე, იმ პარტიის, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და უთხრა, რომ ეს კონფლიქტი რაც მას აქვს ხაბეიშვილთან, არის მელიას პრობლემა და არა კეზერაშვილის პრობლემა. ამ დონეზე აქვთ დაძაბული ერთმანეთში ურთიერთობები, მელიას უნდა რომ მის გარეშე ხაბეიშვილი არ დააფინანსოს კეზერაშვილმა, ის მაინც აკეთებს ამას, იქ ცალკე არის სააკაშვილი და ასე შემდეგ. ეს არის შიდა დინებები, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ჩვენ გვაბრალებენ, არაფერ შუაში ვართ ჩვენ - ის, რომ კეზერაშვილი მელიას გვერდის ავლით ხაბეიშვილს აფინანსებს, ამაში სუს-ი არაფერ შუაშია, ეს არის კეზერაშვილის, ხაბეიშვილის, მელიას პრობლემა და სააკაშვილის, არა ჩვენი პრობლემა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები