როდესაც ჩვენ სატრანსპორტო რეფორმასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად თანმიმდევრულები ვართ. პირველი რაც გავაკეთეთ და მოვახერხეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება იყო, ჩვენ დაპირება შევასრულეთ. ძველი სატრანსპორტო საშუალებები ახალი, ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლეთ. ეს პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. მე, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში. იმიტომ, რომ ერთდროულად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ მთლიანად პარკის ჩანაცვლება მოვახერხეთ და მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები გვყავს. ეს ამ რეფორმის პირველი ეტაპი იყო. რა თქმა უნდა, არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ადამიანებმა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უპრობლემოდ გადაადგილება შეძლონ. ასევე, რომ შემცირდეს მოცდის დრო.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში
კალაძე: დღეს თბილისს ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს
tbl.ge/64y7
დაკოპირდა

თქვა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვე ექნება ტრამვაის ხაზის დასასრულებლად – კალაძე
- კალაძე ტრამვაის პროექტზე: იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია
- 8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა – მერია
- ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან დაიწყება – კალაძე
- კალაძე: განხორციელდება ტრამვაის პროექტი, რომელიც დიდ დიღომს დიდუბის მეტროსთან დააკავშირებს




