რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

სალივანი: აშშ-სთვის ცნობილია, რომ პუტინმა, შესაძლოა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. ამის შესახებ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამართა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაციის ზომებს მიმართოს. ისევე როგორც რუსეთის მიერ დაანონსებული ნაჩქარევი რეფერენდუმები, ესეც მათ მიერ უკრაინაში განცდილი პრობლემების შედეგია". - თქვა სალივანმა.

სალივანის თქმით, პუტინმა, შესაძლოა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს, რადგან უკრაინის წარმატებული კონტრიერიშის ფონზე მკაფიოდ ჩანს, რომ მათ უბრალოდ ცოცხალი ძალა არ ჰყოფნით. 

გარდა ამისა, სალივანისვე თქმით, ვაშინგტონი და მისი პარტნიორები არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმებს და მსგავსი ნაბიჯები რუსეთს საბრძოლო ველზე ვერ დაეხმარება.

კომენტარები