საქართველო-ევროკავშირი

EU-ს ახალი ელჩი: მეორე ფრონტზე ბრალდებები სუფთა სისულელეა, წმინდა წყლის ნონსენსი

ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი...

ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია.

ასე უპასუხა ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც საქართველოში ე.წ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხებოდა.

კომენტარები