13 წლის შემდეგ ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი ქართულ კინოგაქირავებაში ბრუნდება. 22 სექტემბრიდან Cavea-ს კინოთეატრების ქსელში ავატარი გამოვა.
კამერონის ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი 2009 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ვითარდება 2154 წელს, როდესაც ადამიანები უძვირფასეს მინერალზე, ანობტანიუმზე ნადირობენ ალფა კენტავრის ვარსკვლავური სისტემის დედამიწის მსგავს ბუნებრივ თანამგზავრზე, პანდორაზე. კოლონისტთა ექსპანსია საფრთხეს უქმნის როგორც პანდორას მკვიდრ ნა'ვი-ს ჰუმანოიდთა რასას, ისევე მის მთელ ეკოსისტემას. პანდორას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად ადამიანები გენური ინჟინერიის მეშვეობით შექმნილ სხეულებს იყენებენ.
გადაღებები 1997 წლის ტიტანიკზე მუშაობის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა.
ფილმის ბიუჯეტი 237 მილიონ დოლარს შეადგენს. ავატარი დღემდე ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსვლიანი ბლოკბასტერია. ამ დროისთვის კამერონის ნამუშევარს $2 847 397 339 აქვს გამომუშავებული.
ავატარის ახალი ნაწილის კინოთეატრებში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გამოვა.