Avatar

ავატარის გაგრძელებებზე მუშაობა კორონავირუსის გამო შეჩერებულია

IMDB

ავატარის გაგრძელებების გადაღებები, რომლებიც ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა ახალი კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

"მოვლენებს თვალს ვადევნებთ და ჩვენი გადამღები გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. პროექტში მონაწილე თითოეული ადამიანი ოჯახის წევრია, ჩვენი პრიორიტეტი მათი უსაფრთხოებაა,"-ამბობს ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ჯონ ლანდაუ.

რეჟისორი ჯეიმს კამერონი წარმატებული ბლოკბასტერის ოთხ გაგრძელებას ერთდროულად იღებს. პირველი სიქველის პრემიერა 2021 წლის 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 200,224 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 82,964 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 8,000.

კომენტარები