რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელთა უმრავლესობა მზადაა, უკრაინას მხარი მანამ დაუჭიროს სანამ ამის საჭიროება დგას

გლობალურ საკითხებზე ჩიკაგოს საბჭოს კვლევის თანახმად, ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, თუნდაც ეს გაზისა და სურსათის მაღალი ფასების ზრდას გულისხმობდეს.

უმრავლესობა აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ეკონომიკურ და დიპლომატიური სანქციების მხარდაჭერას (80%), უკრაინელი ლტოლვილების შეერთებულ შტატებში მიღებას (76%), უკრაინის მთავრობისთვის დამატებითი იარაღისა და სამხედრო მომარაგების მიწოდებას (71%) და უკრაინას ეკონომიკურ დახმარებას (72%). 

ყოველი ათი ადამიანიდან თითქმის ოთხი მხარს უჭერს უკრაინის დასაცავად აშშ-ის ჯარების გაგზავნას (38%).

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას 24 თებერვლის შემდეგ, რაც უპრეცედენტო თანხაა შეერთებული შტატების სხვა სამხედრო დახმარების კამპანიებთან შედარებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. აშშ-ში ფასების ზრდის მიუხედავად, ჩიკაგოს საბჭოს ახლად დასრულებული კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელები კვლავ მხარს უჭერენ აშშ-ს ეკონომიკურ დახმარებას და სამხედრო ტრანსფერებს უკრაინაში. ფაქტობრივად, უმრავლესობას სურს გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა "მანამ სანამ ეს დასჭირდება". 

ამავე, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკაში პარტიული წარმომადგენლობის უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში ახალი წევრების მიღებას, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა მოუწიონ მათი დაცვა მომავალი რუსული აგრესიისგან. 

კომენტარები