NATO

აშშ-ში უმრავლესობა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – Chicago Council

reuters

ჩიკაგოს საბჭოს კვლევის მიხედვით, ამერიკაში პარტიული წარმომადგენლობის უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში ახალი წევრების მიღებას, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ NATO-ს წევრქვეყნებს შესაძლოა მოუწიონ მათი დაცვა მომავალი რუსული აგრესიისგან.

ფინეთსა და შვედეთს 73%-იანი მხარდაჭერა აქვთ - მათ NATO-ში გაწევრიანებას 2022 წლის აგვისტოში აშშ-ს კონგრესმა უკვე დაუჭირა მხარი, 73% უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ხოლო ორი მესამედი იმავე პოზიციას აფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით (67%). კვლევის მიხედვით, ალიანსის გაფართოებას დემოკრატები უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე ნეიტრალური ამომრჩეველი ან რესპუბლიკელი.

  • ამერიკელთა ორ მესამედს (64%) აქვს დიდი (16%) ან საკმაოდ დიდი ნდობა (48%), რომ NATO-ს ლიდერები აწარმოებენ აშშ-სთვის სასარგებლო პოლიტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა პარტიული ხაზით ამბობს, რომ დარწმუნებულია NATO-ს ლიდერებში, დემოკრატებს ალიანსის ხელმძღვანელობის მიმართ აქვთ უფრო მეტი ნდობა აქვს, კერძოდ 77%, მაშინ როცა დამოუკიდებლებს - 59% და რესპუბლიკელებს კი 54%.

  • კვლევის თანახმად, უკანასკნელ 48 წელში ყველაზე მეტი ამერიკელი თვლის, რომ სახელმწიფოებმა უნდა შეინარჩუნონ ან გაზარდონ NATO-სადმი ერთგულება. 

2022 წლის ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტომდე, Ipsos-ის მიერ მისი ფართომასშტაბიანი ონლაინ კვლევის პანელის, KnowledgePanel-ის გამოყენებით, ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიკითხა 3 106 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი. შერჩევის ცდომილების ზღვარი სრული ნიმუშისთვის +/- 1,8 პროცენტია.

კომენტარები