რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რაიონში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
მისი ცნობით, სოფელ სტრელეჩიაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამედიცინო პერსონალის 4 წევრი და დაშავდა 2 პაციენტი.
მისევე ინფორმაციით, ოკუპანტებმა საავადმყოფო ევაკუაციის დროს დაბომბეს.
"სამედიცინო მუშაკები ცეცხლის ქვეშ, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ავადმყოფების გადარჩენას. შესაძლებელი გახდა 30 პაციენტის ევაკუაცია, მაგრამ დაწესებულებაში 600-ზე მეტია. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური დაბომბვა დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა 4 მედპერსონალი, დაშავდა 2 პაციენტი.
გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და პატივისცემას, ეს არის გმირული ქმედებები! სამწუხაროდ, რუსები არაფერზე ჩერდებიან - ომის დამნაშავეები და ტერორისტები"- წერს სინეგუბოვი Telegram-ზე.
სოფელი სტრელეჩია მდებარეობს რუსეთთან საზღვართან ახლოს.

!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვასა შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)



