სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა სირიის დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. იერიშს 5 სამხედრო ემსხვერპლა.
"სირიის საჰაერო თავდაცვამ შეტევა შეაჩერა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო". - წერია სამინისტროს განცხადებაში.
Reuters-ი რეგიონულ დიპლომატებსა და დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი სირიის აეროპორტებზე დარტყმებს ირანის მიერ ლიბანსა და სირიისთვის იარაღის მიწოდების შესაფერხებლად ახორციელებს.
ისრაელი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.