რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: ცნობები იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავის შესახებ შემზარავია

ჯონ კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ იზიუმში აღმოჩენილ 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივ საფლავს შემზარავი უწოდა

"როგორც ვიცით, უკრაინამ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება შეძლო. ამ ტერიტორიებიდან, კერძოდ იზიუმიდან მოსული ცნობები, რომელიც 440-ზე მეტი ცხედრის საფლავს ითვლის და რომელშიც ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები შედიან, შემაძრწუნებელია. ის სავსეა იმ ბოროტებითა და გარყვნილობით, რომლითაც რუსეთი ამ ომს წარმართავს". - თქვა კირბიმ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება. 

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს... 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს". - თქვა ბოლვინოვმა. 

კომენტარები