უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება.
"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს... 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს". - თქვა ბოლვინოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმის მასობრივი საფლავი ოკუპანტების მიერ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებს შეადარა.
"რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამის გამო პასუხი უნდა აგოს". - თქვა ზელენსკიმ.