ქართული ოცნება

ზარქუა: ირაკლი კობახიძე ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტია

ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტია. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ საქართველომ ომი აიცილა. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს ინტერპრეტაციას, რასაც აკეთებთ. იქ კონკრეტულად ითქვა, რომ სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და მოგვიანებითაც და მერეც, დარწმუნებული ვარ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცეცხლითა და მახვილით არასდროს არ შევალთ. ქართველი ხალხი არასოდეს დაუშვებს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან იარაღის ენით ვილაპარაკოთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი კობახიძის თქმით, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ესვრის აფხაზს ან ოსს, ამის გაიგივება ღირებულებით როლში შეიძლება იმასთან, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს. კობახიძის განცხადებით, 30 წლის თავზე ძმათა მკვლელი ომი არ უნდა განმეორდეს.

კომენტარები