ავარია

სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა

დიდუბეში სატვირთოს მძღოლი რკინის კონსტრუქციებში მოყვა და დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

TV პირველის ცნობით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, კონსტრუქცია, რომელიც გადაჰქონდა, მის კაბინას დაეცა.

უწყების მიხედვით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები