რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: თუ აშშ კიევს უფრო დიდი მანძილის იარაღს მიაწვდის, კონფლიქტის მონაწილე გახდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, თუ ვაშინგტონი კიევს უფრო დიდი რადიუსის მქონე რაკეტებს გადასცემს, აშშ კონფლიქტის პირდაპირი მონაწილე გახდება. 

"თუ ვაშინგტონი მიიღებს გადაწყვეტილებას კიევს უფრო დიდი მანძილის რაკეტები მიაწოდოს, მაშინ ის გადაკვეთს წითელ ხაზს და კონფლიქტის უშუალო მხარე გახდება... ასეთი სცენარის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით ადეკვატური რეაგირება გვქონდეს". – თქვა მარია ზახაროვამ. 

კიევი აშშ-სგან HIMARS-ისა და M270-ისთვის უფრო დიდი მანძილის მქონე რაკეტების გადაცემას ითხოვს. 

აშშ-ს მიწოდებულ HIMARS-ის სისტემას უკრაინა ეფექტიანად იყენებს, მათ შორის ბოლო კონტრიერიშების ფარგლებში. 

ამჟამად იმ რაკეტების რადიუსი, რომლებიც უკრაინას HIMARS-ისთვის აქვს, დაახლოებით 70 კმ. არის. 

კომენტარები