2022 წელს გარდაცვლილები

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

Primetime

61 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამასხიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში საწვავი, მდგმურები, პარტახი, განდეგილი, იესო ნაზარეველი, მეფე ლირი, სამი და, მამა. თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში, საყოველთაო პოპულარობა მოუტანა სერიალ ყავა და ლუდში შესრულებულმა მთავარმა როლმა. გადაღებულია ფილმებში: ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა, სიყვარული ვენახში, ანთიმოზ ივერიელი, კონფლიქტის ზონა, მძევლები.

მიღებული აქვს ოქროს ნიღაბის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში მამა და ART-ხელოვნება. 2021 წელს მიიღო მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო როლისთვის ფილმში კახეთის მატარებელი.

კომენტარები