რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

რუსი ჯარისკაცი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან, 1 მაისი
Andrey Borodulin/AFP/Getty Images

ენერგოატომის ინფორმაციითზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია. 

მათი ინფორმაციით, 03:41 საათზე ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკი ელექტრო ქსელიდან გაითიშა და მის გასაგრილებლად და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად მიმდინარეობს მზადება. 

ენერგოატომი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზაპოროჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ყველა საკომუნიკაციო ხაზი ენერგიით იკვებება, უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა. 

IAEA-ის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ ანგარიშს ორგანიზაცია მომავალ კვირას გამოაქვეყნებს

ვენაში დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გროსიმ აღნიშნა, რომ 14-კაციანი დელეგაციიდან, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, 6 თანამშრომელი კვლავ ზაპოროჟიეში რჩება. გროსის თქმით, მომავალ კვირას ეს რიცხვი 2-მდე შემცირდება. დარჩენილი წარმომადგენლები ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს უწყვეტად, გრძელვადიან პერსპექტივაში დააკვირდებიან. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლა 1 სექტემბერს მოახერხეს. დელეგაციის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ინფორმაციით, მისიამ მოახერხა საკმარისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის რამდენიმე საათის განმავლობაში, დეტალების დაზუსტების გარეშე. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ IAEA-ს მისიამ ბევრი რამ ვერ დაინახა იმ ორნახევარი საათის განმავლობაში, რაც მან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაატარა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები