რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსული გაზაფხული? არა... ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი

"რუსული გაზაფხული"? არა... ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი.

წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები