რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ის ხელმძღვანელი: რთულია პუტინის მიერ წამოწყებულ ომს ჩავარდნის გარდა სხვა რამ ვუწოდოთ

ბილ ბარნსი
Kevin Dietsch/Getty Images

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, ბილ ბარნსის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების განვითარებამ აჩვენა, რომ პუტინი ძალიან შეცდა უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის პერსპექტივის შეფასაბაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის ფინალური თავი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რთულია პუტინის მიერ წამოწყებულ ომს ჩავარდნის გარდა სხვა რამ ვუწოდოთ". - თქვა ბარნსმა.

ბარნსის შეფასებით, პუტინი ისეთი მრჩებელების გარემოცვაში იმყოფება, რომლებსაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

"მას სჯეროდა, რომ ომის გაწელვასთან ერთად ევროპული მხარდაჭერის შენარჩუნება ვერ მოხერხდებოდა, კონფლიქტის მიმართ აშშ-ს ინტერესი კი მკვეთრად შემცირდებოდა". - აღნიშნა ბარნსმა.

ამასთან, ბარნსის თქმით, ომმა გამოაჩინა არამხოლოდ რუსეთის არმიის სისუსტე, არამედ პუტინის შეცდომების შედეგად მიღებული რუსეთის გრძელვადიანი პერსპექტივაც.

"მიმდინარე ომმა დაგვნახა არამხოლოდ რუსეთის არმიის სისუსტეები, არამედ გრძელვადიანი ეფექტიც, რომელიც ამას მოჰყვება. ეფექტი, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა და მომავალი თაობები საკუთარ თავზე გამოცდიან". - თქვა ბარნსმა.

კომენტარები