რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: აშშ-მ უკრაინას ყველაზე მაღალი სიზუსტის ჭურვები ჩუმად მიაწოდა

M982A1 Excalibur-ი ამერიკელი სამხედროების წვრთნებზე 2020
Staff Sgt. Ashley Morris/US Army

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, ბიუჯეტის საბუთების მიხედვით, აშშ-მ უკრაინას საჯაროდ გამოცხადების გარეშე M982 Excalibur-ის ტიპის GPS-ით მართვადი საარტილერიო ჭურვები გადასცა. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს მიერ ექსკალიბურის მარაგების შევსების გეგმა არის პირველი აღიარება იმის, რომ პენტაგონი უკრაინას ამ ჭურვებით ამარაგებდა. აქამდე ოფიციალური პირები ექსკალიბურთან დაკავშირებულ კითხვებს თავს არიდებნენ, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ცნობები მათი კიევისთვის გადაცემის გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც კონგრესის მიერ დამტკიცებულ ხარჯებშია ნათქვამი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი $92 მილიონს დახარჯავს, რათა "ჩაანაცვლონ M982 Excalibur-ის ჭურვები, რომელბიც უკრაინას გადასცეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში.

მაღალი სიზუსტის ჭურვების რადიუსი 40 კილომეტრს აღწევს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ექსკალიბური არის იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ როგორ იხარჯება პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დასახმარებლად მაისში გამოყოფილი $20.1 მილიარდი. 

კომენტარები