გიგა ბოკერია

ბოკერია: სუბარს მე გავუწიე რეკომენდაცია კოლეგა სპეცსამსახურებთან თავისუფლების ინსტიტუტში

ერთი კითხვა მაქვს, [ივანიშვილის ოთხეულის წერილში] ნათქვამია, რომ 2013 წელს ორი ჯაშუში იხსნა ამერიკამ. ერთში რომ მე ვიგულისხმები, გასაგებია და მეორე ვერ გამოვთვალე, ვინ არის. გვითხრან, არ შეიძლება ასე დაინტრიგება საზოგადოების.

ამბავიც მაქვს: თავის დროზე მე გავუწიე სოზარ სუბარს რეკომენდაცია ჩვენს კოლეგა სპეცსამსახურებთან თავისუფლების ინსტიტუტში რომ ვიღებდით, ძალიან გამიჭირდა, რომ მიეღოთ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო, ამ ჩემს განცხადებაში სერიოზულად მიიღეთ მარტო სოზარის ინტელექტზე ნაწილი, თუ შეიძლება.

ზოგადად კამპანიაზე თუა საუბარი, საფრთხეს შეიცავს კი არა, ეს არის განაჩენი მოღალატე რეჟიმის, ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის აგენტი მოღალატეა, გინდ მოკავშირე ქვეყნის იყოს, გინდ მტრის, ეს ჭეშმარიტებაა ელემენტარული, ოღონდ ის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ, ბუნებრივია, ეს არის იმის დეკლარირება, რამხელა საფრთხე არიან ჩვენი ქვეყნისთვის, ივანიშვილს ვგულისმობ, არა ამ ოთხ ადამიანს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების ახალ წერილზე, რომელშიც "აშშ-ს აგენტურაზე" საუბრობენ. 

კომენტარები