ევროპული საქართველო

ბოკერია: ისტორია გვასწავლის რომ რუსეთის მოდერნიზაცია მისი ცხადი დამარცხების შემდეგ დგება

30 წლის წინ, პირველი აფხაზეთის ომის დროს, როდესაც რუსეთის ორგანიზებულმა ძალებმა დაამარცხეს ქართველები და შემდეგ მოახდინეს ეთნიკური წმენდა და გენოციდი აფხაზეთში, პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელიც კინაღამ შეეწირა ამ მოვლენებს, გაიხსენა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ კლინტონთან. მისი თქმით, კლინტონმა მას ჰკითხა – რას ითხოვთ ჩვენგან? შევარდნაძემ კი უპასუხა –იმუშავეთ დემოკრატიაზე რუსეთში, მხარი დაუჭირეთ რუსულ დემოკრატიას. წლების შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკელმა ბიუროკრატმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, როგორი შორსმჭრეტველი იყო შევარდნაძე, როდესაც ის ხვდებოდა, რუსეთში დემკრატიის მნიშვნელობასო. მე ვფიქრობ, რომ ის ცდებოდა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ შევარდნაძე დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საქართველოს დაცვით და არა რუსულ დემოკრატიაზე დარდით. სამწუხაროდ, დღეს რუსეთი არ არის ის ხალხი ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, რუსეთი პუტინია. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია თუ რას იზამს ან არ იზამს რუსი ხალხი არ ემსახურება სწორ მიზნებს. რასაც რუსეთის ისტორია გვასწავლის არის ის, რომ  ყველა ის მომენტი, როდესაც რუსეთმა მოდერნიზაცია და დასავლეთთან დაახლოება სცადა, დადგა რუსეთის ცხადი სამხედრო და პოლიტიკური დამარცხების შემდეგ – ყირიმის ომი (მე-19 საუკუნეში), იაპონია (მე-20 საუკუნის დასაწყისში), ავღანეთი და რეიგანის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. შეიძლება ვიდავოთ, რომ ეს ტრანსფორმაციები არცთუ წარმატებული იყო, შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი რუსი დასავლეთის ქომაგის, ჩარდაევის ოცნებაც კაცობრიობის დაკავშირებაზე და ვთქვათ, რომ ეს არ შედგა. თუმცა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო.

არ ვცდილობ, რომ ალტრუისტული ვიყო, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველა ხალხი იმსახურებს თავისუფლებას და თავისუფლებაში ცხოვრებას, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამისთვის იბრძვიან. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ქვეყანა მაღელვებს. მე მჯერა, რომ პუტინის რეჟიმის დანგრევის თანმიმდევრული პოლიტიკა არის საუკეთესო შანსი რუსეთის დემოკრატიისთვის. რუსეთის დემოკრატიის ბედი, თუ საერთოდ ამის შანსი არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ მინიმუმ, რომ გვქონდეს ნაკლებად საშიში რუსეთი, როგორც გარე სამყაროსთვის, ასევე მისივე მოქალაქეებისთვის, განისაზღვრება რუსეთის უკრაინაში აშკარა დამარცხებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, რუსეთის დამარცხებამდე არ უნდა იყოს არანაირი კომპრომისი. ამ კონფლიქტში ნებისმიერი გამოსავალი მკაფიოდ უკრაინის დასავლური უსაფრთხოების ნაწილად ქცევას უნდა გულისხმობდეს და ამ მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაცია სამწუხაროდ არ არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზე. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ არსებობს NATO-ს ალტერნატივა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები