სანქციები ბიძინა ივანიშვილს

კობახიძე სანქციებზე: აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთება აბსოლუტურად არარელევანტურია

ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ მანამდეც გვახსოვს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, შესაბამისად აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით, სიახლე არაფერია ამაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი და ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ აბსურდია.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და 11 საქართველოს მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები