კანიე უესტი

კანიე უესტი: პორნოგრაფიამ ჩემი ოჯახი დაანგრია

News International

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქანიე ვესტმა Instagram-ის გვერდი აღადგინა და რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც მოგვიანებით წაშალა.

პოსტების უმეტესობა მის ყოფილ ცოლს, კიმ კარდაშიანს მიემართებოდა. მუსიკოსმა ასევე დაწერა კარდაშიანების ოჯახზე და კაილი ჯენერის ყოფილ ასისტენტს, ვიქტორია ვილაროელს მიმართა:

"არ მისცე უფლება კრისს (კრის ჯენერი) ისევე გაიძულოს Playboy-ისთვის გადაღება, როგორც კაილსა და კიმს დააძალა. ჰოლივუდი პორნოგრაფიის მწარმოებელი დიდი ბორდელია, რომელმაც დაანგრია ჩემი ოჯახი. მე ვებრძვი დამოკიდებულებას. ინსტაგრამი ამ ყველაფერს აპიარებს. ეს არ დაემართება ნორთისა და ჩიკაგოს (ნორთი და ჩიკაგო ქანიე ვესთის შვილები არიან)". 

მუსიკოსმა ასევე უსაუბრა შვილების განათლებასა და სკოლაზე, რომელშიც ისინი ისწავლიან:

"ჩემი შვილები ისწვლიან დონდას აკადემიაში. ისინი არ წავლენ სიერა კენიონში, მოამზადეთ პოპკორნები".

კანიე ვესტმა და კიმ კარდაშიანმა განქორწინების საბუთები სასამართლოში 2021 წლის თებერვალში შეიტანეს. განქორწინება მუსიკოსმა მძიმედ გადაიტანა, რამდენიმე თვის განმავლობაში ის ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობდა, ასევე აგრესიულ პოსტებს უძღვნიდა კარდაშიანის ახალ მეგობარ კაცს, პიტ დევიდსონს. 2022 წლის 2 მარტს წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

კომენტარები