რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. ინფორმაციას უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო FACEBOOK-ზე ავრცელებს.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები გაუყინეს. 

"ვინ ჯანდაბაა ეს? ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი, რომელიც მოხვდა უკრაინაში სამჯერ (2008, 2010 და 2011 წლებში) და სრული თანამშრომლობა ჰქონდა მაშინდელ უკრაინის ხელისუფლებისგან. "ჩვენ ყველანი, რა თქმა უნდა, ქვეყნის პატრიოტები ვართ. მე ვარ ხორცი ამ ქვეყნისა". ეს არის ევტუშენკოვს ციტატები. კლასიკური პუტინისტი. ვისაც აქვს სიმდიდრე უკრაინაში, ისევე როგორც ათობით სხვა ოლიგარქი. ახლა არაფერი დარჩა არაფრის გარეშე".- აღნიშნულია განცხადებაში.

ევტუშენკოვს ჩამოერთვა უძრავი ქონების 17 ობიექტი, საერთო ფართობით თითქმის 100 000 კვადრატული მეტრი, ასევე ოლიგარქების წილი რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში, კერძოდ:

  • 42.09% შპს Elektrozavod-VIT-ში (ზაპოროჟიე)
  • 59.2% შპს ITM-Ukraine-ში, კიევი
  • 59.2% შპს Smart Digital Solutions Kyiv-ში
  • 42.09% შპს NTC ZTZ-Service-ში (ზაპოროჟიე)
  • 34,21% სს "უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი" (ზაპოროჟიე).

საჩივარი იუსტიციის სამინიტრომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის მიხედვით შეიტანა, რომლის თანახმადაც ქონების კონფისკაცია შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. 


სანქცირებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.  უკრაინაში ომის დაწყების შემგდეგ, 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

ქართული ოცნების წევრებმა "მეგობრების საუბარში" პრობლემა ვერ დაინახეს. 

კომენტარები