რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინა მალე ბელარუსს სთხოვს, დაიცვას პოლონეთისა და სხვა სახელმწიფოებისგან

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინა მალე ბელარუსს მიმართავს თხოვნით, დაიცვას ის პოლონეთისა და სხვა სახელმწიფოებისგან. 

"მეშინია, რომ უკრაინელებს მალე მოუწევთ შეწყვიტონ ყველანაირი ხოცვა რუსეთთან და მოგვმართონ, რომ დავიცვათ ისინი ამ "პოლონიზაციისგან", ამ მშვიდი, ცბიერი მოძრაობისგან აღმოსავლეთით პოლონეთის ტერიტორიიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, რათა მოკვეთონ უკრაინა ნაწილებად" - თქვა ლუკაშენკომ. 

ის ამბობს, რომ კიევი და ვარშავა ისე გამოიყურებიან, თითქოს ქვეყნებმა დაივიწყეს ორმხრივი პრეტენზიები. ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ რეალურად პოლონეთი ლტოლვილების საკითხში სარგებელს იღებს და პოზიციებს ევროკავშირში აძლიერებს, უკრაინას კი "ბანალურად ძარცვავენ".

ლუკაშენკო ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება პრეზიდენტ ზელენსკის და სამხედროებს შორის მზარდი დაძაბულობის გამო. 

მისივე თქმით, ბალარუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, მე თქვენთან ვარ, როგორც მთავარსარდალი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ საფრთხე დაემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. და ეს მაშინ, როდესაც თავს დაესხმებიან სხვა სახელმწიფოები".- თქვა ლუკაშენკომ. 

კომენტარები