რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ნონიაშვილი ზაპოროჟიეზე: ატომური რეაქტორის აფეთქება ჩვენც შეგვიქმნის რადიაციულ საფრთხეს

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მოდელირების მიხედვით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის რეაქტორების აფეთქების შემთხვევაში რადიაციული დაბინძურების საფრთხე ემუქრება საქართველოსაც და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს.

"ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტრო სადგურთან, ზაპოროჟიესთან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სროლა და დაბობმვა განაახლეს. ისინი ბომბავენ იმ დერეფანსაც რომლითაც გაეროს ბირთვული საააგენტოს დამკვირვებლები უნდა შევიდნენ ატომურ ელექტრო სადგურთან და შეისწავლონ მისი მდგომარეობა. გაეროს ბირთვული სააგენტოს მისიას რუსეთის საოკუპაციო ჯარები არ უშვებენ ტერიტორიაზე. დღეს გამთენიას ერთი რეაქტორი გამოირთო ავარიულად, რაც აგდებს უკრაინას და მეზობელ სახელმწიფოებს საგანგაშო მდგომარეობაში". - ამის შესახებ გიორგი ნონიაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნონიაშვილის თქმით, ასეთ დროს პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის;

"რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ მოქალაქეებმა. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რუსეთს საოკუპაციო ჯარებმა თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ააფექთეს. მოლდოვის ხელისუფლება არ ქმნის პანიკას, მაგრამ მზად არის შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად. როგორც რეაგირებენ ამ გამოწვევაზე საჩვენებელი მაგალითი შეიძლება იყოს. რუმინეთმა შეიძინა 30 მილიონი იოდის ტაბლეტი, რაც მას დაუჯდა 6 მილიონი ევრო. ბულგარეთმა ასევე შეავსო ანტირადიაციული იოდის ტაბლეტების მარაგები საკუთარ ქვეყანაში. ანალოგიურად მოიქცა ჯამში ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა. ამასთან ერთად ევროკავშირმა მოამარაგა უკრაინა ანტირადიაციული ტაბლეტებით. 

ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები მსგავსად სხებისა, და ამით მოქალაქეებს ტოვებს დაუცველს. ჩვენთვის საჯაროდ არ რეაგირებს, არ მოქმედებს და აქედან გამმდინარე ჩვენთვის უცნობია რაიმე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

დღეს, 1 სექტემბერს, ოკუპანტების მიერ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა დააზიანეს ეელქტროსადგურის 330 კვ დამხმარე ელექტროგადამცემი ხაზი. მათივე ცნობით, გარდამავალ რეჟიმში, დიზელის გენერატორების გაშვებით გამოირთვება N2 არამოქმედი ენერგობლოკის ელექტრომომარაგება.

ელენრგოატომმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოკუპანტების დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვია დანაყოფის გამორთვა და სადგურის დეენერგია.


25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები