გაერო

ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა. ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ტაბულა ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს. 

ბაქრაძეს დანიშვნა უკვე მიულოცა ყოფილმა ელჩმა კახა იმნაძემ და მას წარმატება უსურვა. 

აღსანიშნავია, რომ 22 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა. 

"5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან".- თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის ამ განცხადებას ქართული ოცნების უკმაყოფილება მოჰყვა. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს ზურაბიშვილის ფუნქცია არაა და "ალბათ, საჭიროა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს".

კომენტარები