რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: სავიზო შეზღუდვის სიაში არ უნდა მოხვდნენ რუსეთში პოლიტიკურად დევნილი ადამიანები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში პოლიტიკურად დევნილი ადამიანები.

ბერბოკის თქმით, ბერლინი მზადაა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩეროს და მრავალჯერადი ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა შეწყვიტოს. თუმცა, გერმანიის მთავრობას სურს, რუსეთში დევნილ ადამიანებს ქვეყნის სწრაფად დატოვების საშუალება ჰქონდეთ.

"ჩვენ არ ვსიჯთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლონ და ხმა აიმაღლონ". - თქვა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ოპოზიციის ცნობილ წევრებს, არამედ უნდა დარჩეს შესაძლებლობა სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც აქვთ გამბედაობა, რომ ინფორმაცია სხვაგანაც მიიღონ.

"უნდა მოვემზადოთ იმ ფაქტისთვის, რომ რუსეთი ახლო მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. ამავდროულად, არ შეგვიძლია, რომ უსაფრთხოების მთელი პოლიტიკა მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის ჭრილში განვიხილოთ". - აღნიშნა ბერბოკმა.

კომენტარები