არქტიკა

აშშ არქტიკის რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

REUTERS/Natalie Thomas/File Photo

აშშ-ს პრეზიდენტი არქტიკის რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

"არქტიკის რეგიონს, რომელიც მშვიდობიანი, სტაბილური, მდიდარე და კოოპერატიულია, აშშ-სთვის კრიტიკული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს". - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნული არ არის, კერძოდ ვის ნომინირებას აპირებს აშშ არქტიკაში ელჩის თანამდებობაზე.

როგორც Reuters აღნიშნავს, ვაშინტონის ზემოხსენებული ნაბიჯი რეგიონში რუსეთის სამხედრო მისიის გააქტიურებას მოჰყვა.

გასულ პარასკევს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არქტიკაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა არქტიკის რეგიონში საბჭოთა კავშირის დროინდელი ასეულობით ბაზა აღადგინა. მისივე თქმით, მოსკოვის ეს ნაბიჯი ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, არქტიკის რეგიონში საკუთარი ამბიციები ჩინეთსაც გააჩნია, რომელიც საკუთარ თავს არქტიკასთან ახლოს მდებარე ქვეყნად მოიხსენიებს. პეკინი რეიგიონში მინერალებით, ენერგორესურსებით და სანაოსნო გზებით არის დაინტერესებული. ასევე საუბარია, "პოლარული აბრეშუმის გზის" აშენების გეგმაზეც.

კომენტარები