დანია არქტიკაში სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად $2 მილიარდს დახარჯავს.
დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად.
“მოკავშირეებისა და NATO-ს ძალისხმევის მხარდაჭერა აუცილებელია ზოგადი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის” – წერია განცხადებაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოტცფელდტმა აღნიშნა, რომ გრენლანდია ახალი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია კონრეტულად რას გულისხმობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებებია გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით.
27 იანვარს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს.
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედრიკსენს გრენლანდიის საკითხზე 45 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა. თეთრ სახლს სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფრედრიკსენმა განაცხადა, რომ მან ტრამპთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ არქტიკული კუნძული - დანიის საფოს ავტონომიური ერთეული, არ იყიდებოდა, მიუხედავად მის მიმართ ამერიკის "დიდი ინტერესისა".
ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას სერიოზულად აპირებდა. ამის შესახებ ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა გამოცემა Financial Times-თან ისაუბრეს.





