რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროები დასცინიან შოიგუს არაეფექტური ხელმძღვანელობისთვის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში რუსეთის მრავალი პრობლემის გამო მოხდა თავდაცვის მინსტრის, სერგეი შოიგუს გვერდზე გაწევა. ასევე, განცხადების მიხედვით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები სავარაუდოდ სერიოზულად არ აღიქვამენ შოიგუს ომში მისი წარუმატებელი ხელმძღვანელობისა და გამოუცდელობის გამო.

"დამოუკიდებელი რუსული მედიის ბოლო დროინდელი ინფორმაციით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რასაც რუსეთი უკრაინასთან ომში აწყდება, რუსეთის ხელმძღვანელობაში მოხდა თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ გვერდზე გაწევა. სამოქმედო მეთაურები ომის მიმდინარეობის თაობაზე პირდაპირ პრეზიდენტ პუტინს აწვდიან ცნობებს. რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ომთან, სავარაუდოდ, რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო. როგორც ჩანს, შოიგუ დიდხანს ცდილობს დაძლიოს არასაკმარისი სამხედრო გამოცდილების მქონე პირის რეპუტაცია, ვინაიდან მისი კარიერის უდიდესი ნაწილი მან სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გაატარა". – წერია განცხადებაში.

კომენტარები