წყალმომარაგების შეზღუდვა

მთაწმინდის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

მთაწმინდის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

26 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მელიქიშვილის გამზირს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, ხორავას, ლაპიაშვილის, ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის და შარაშიძის ქუჩებს; კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას და შანიძის ქუჩების ნაწილს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები