დღეს, უკრაინელები და უკრაინა იქცა თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის განსახიერებად. ყველა საღი აზრის მქონე ადამიანს ესმის, რომ ეს ბრძოლა გავლენას ახდენს ჩვენ მომავალზე და მთლიანად თავისუფალ სამყაროზე მთელ მსოფლიოში. ამიტომ აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს. ჩვენ კიდევ ერთი სამწუხარო მიზეზი გვაქვს, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. სანამ გვყავს ის ხელისუფლება და ის რეჟიმი, რომელიც თავს გვჭრის და რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებს, მანამდე, მნიშვნელოვანია ჩანდეს ყველგან, რომ საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ ეგუება. თუმცა, ჯამში, ამ სირცხვილის ჩამოწმენდა მხოლოდ ამ რეჟიმის შეცვლით იქნება შესაძლებელი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, უკრაინის ბრძოლა გავლენას ჩვენს მომავალზეც ახდენს
tbl.ge/642u
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ აქციაზე. აქციის პარტნიორები არიან - Ukrainian activists in Georgia, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, შეცვალე, სირცხვილია, დემოკრატიის მცველები, ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობა, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, უკრაინელები საქართველოში, Ukrainian Youth Organization of Georgia "Svitanok", ჯიუტი GEUT, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
- EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
- სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
- უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა




