ქართული ოცნება

კობახიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულად განულებულია

ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულად განულებულია. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - საზოგადოებამ მათი რეალური სახე და ზრახვები დაინახა. მათ შორის, მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით. საზოგადოება ხედავს, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის ჩვეულებრივი ომის პარტია და ომთან ერთად ღალატის პარტია. რა თქმა უნდა, ასეთ ორგანიზაციას, ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია დღეს განულებულია. შესაბამისად, მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარში, არც გაზაფხულზე და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები