ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა.
[...] ლურჯი და ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს საკუთარ სახლში, სადაც ის უნდა იყოს – უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქში და სოფელში. იფრიალებს სამუდამოდ – მელიტოპოლის პერემოჰის მოედნის თავზე, სადაც შეუძლებელია ფრიალებდეს ომში წაგებულთა დროშა. ხერსონის თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იცის, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველგან ლურჯ-ყვითელი დროშა იქნება.