გასულ 1 კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, 14-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა 74 171 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 16.98%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 16.78%.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 735 682 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 889 გარდაიცვალა, 1 692 387 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.