რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ თურქულ კომპანიებს სანქცირებულ რუსებთან თანამშრომლობაზე აფრთხილებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Anadolu Agency

The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, შეერთებული შტატები თურქულ კომპანიებს სანქცირებულ რუს პირებთან და ინსტიტუციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

WSJ-ს ცნობით, 22 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, რომელიც თურქეთში ამერიკის სავაჭრო პალატაში აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივნის მოადგილისგან, უოლი ადიემოსგან მიიღეს, ნათქვამია, რომ თურქული კომპანიები აშშ-ს სანქციების საფრთხის წინაშე არიან, თუ სანქცირებულ რუს პირებთან საქმეს დაიჭერენ.

WSJ-ს წყაროს ცნობით, ადიემოსგან ასეთივე წერილი მიიღეს თურქეთის უმსხვილეს ბიზნეს ასოციაციაშიც – თურქეთის ინდუსტრიისა და ბიზნესის ასოციაციაში (TUSIAD).

წერილობითი გაფრთხილება აშშ-ს მიერ ძალისხმევის გაზრდაა, აიძულოს თურქეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებაზე. 

"ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ს სანქცირებულ პირებს მატერიალურა ეხმარება, თავად აშშ-ს სანქციების საფრთხის წინაშე არიან... გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სანქცირებულ რუს სუბიექტებთან ურთიერთობამ, შესაძლოა, თურქული საფინანსო ინსტიტუციები და ბიზნესი სანქციების საფრთხის წინ დააყენოს". – წერია ადიემოს წერილში, რომელიც WSJ-მ მოიპოვა.

აქამდე, 19 აგვისტოს ადიემოსა და მის თურქ კოლეგას შრის სატელეფონო საუბარი შედგა. ადიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთი თურქეთს სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებდა.

კომენტარები