ბადრი ესებუა ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს. გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ. მაშინ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ მასაზე, რომ აეფეთქებინა ხელყუმბარა და ათეულობით ადამიანი დაღუპულიყო, ამას აღარავინ უყურებს. კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა, მესმის. კარგი იქნებოდა, რომ ის დაგვეკავებინა, თუმცა, ასე მოხდა, რომ ვერ დავაკავეთ. კიდევ ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრია ასეთი, მაგალითად, პოლიცილების მკვლელები, როდესაც 2004-2005-წლებში მომხდარი დანაშაულის ჩამდენები შარშან დავაკავეთ. 18 წელი გავიდა. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, ბატონ მინისტრს არ უნდოდა მისი დაკავება, ვერ წარმოვიდგენ, რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ დააკავეს. ხდება, სამწუხაროდ. ესებუა გახდა სასაცილო, თუმცა, სასაცილო ჩემთვის მართლა არ არის. ყველას გვინდა, რომ ის დავაკავოთ, მაგრამ, ნუ, სამწუხაროდ, ვერ დავაკავეთ.
tbl.ge/640w
დაკოპირდა

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეიარაღებული ესებუა საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.
ქართული ოცნებავახტანგ გომელაურიბადრი ესებუაბადრი ესებუას საქმესაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ამავე თემაზე
- ბადრი ესებუამ უარი თქვა, რომ მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას
- ადვოკატი: ბრალდება ესებუას დისკრედიტაციას ცდილობს, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ
- ადვოკატი: ესებუას მთავარი მოთხოვნა მისი ძმის გათავისუფლებაა, რომელიც მძევლად არის აყვანილი
- ბადრი ესებუა: ჩემი სახლი რომ არ მაქვს, ალბათ, ესეც დანაშაულია
- "არ ვიცი, სახლში როგორ მოვიდა, ადრე შეხება არ მქონია" – ბადრი ესებუას ნათესავი