Fantastic Beasts

მედს მიკელსენის თქმით, ჯონი დეპი შეიძლება FANTASTIC BEASTS-ში დაბრუნდეს

დანიელი მსახიობის, მედს მიკელსენის თქმით, ჯონი დეპმა შესაძლოა Fantastic Beasts-ის ფილმში კვლავ ითამაშოს.

მიკელსენმა დეპი გელერტ გრინდელვანდის როლზე 2020 წელს, მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც მსახიობმა ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან სასამართლო დავა წააგო.

"ახლა ყველაფერი შეიცვალა - მან სასამართლოში საქმე მოიგო, ამიტომ ვნახოთ, თუ დაბრუნდება. შესაძლოა". - თქვა მიკელსენმა.

მისივე თქმით ის დეპის დიდი გულშემატკივარია და მას შესანიშნავ მსახიობად მიიჩნევს, რომელმაც "საქმე ფანტასტიურად შეასრულა".

2022 წლის 1 ივნისს, ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ დეპს ჰერდისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.

კომენტარები